LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამოლოგი ირაკლი კოხრეიძე: “სოლარიუმი კანის ონკოლოგიური დაავადებების მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორია”

136
BeFunky-collage-5

მამოლოგი ირაკლი კოხრეიძე აცხადებს, რომ სოლარიუმი კანის ონკოლოგიური დაავადებების მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორია. მისი თქმით, ჯანმრთელობაზე გავლენას ასევე ახდენს ცხოვრებისეული ფაქტორები, მათ შორის თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარება და დაბალი ფიზიკური აქტივობა.

„ეს ჩემი დასკვნა არ არის, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ 2016 წლიდან სოლარიუმი შეიყვანა ნომერ პირველი კარცინოგენების სიაში. ამდენად, სოლარიუმი წარმოადგენს სერიოზულ ფაქტორს, მაგრამ განსაკუთრებით არის კანის ონკოლოგიური პათოლოგია. თუმცა მას აქვს ნეგატიური გავლენა გულის ჯანმრთელობაზე.

ჩვენ გენეტიკას აღარ შევეხებით, მაგრამ ის ცხოვრებისეული ფაქტორები, მავნე ჩვევები, რაც არის თამბაქოს მოხმარება, ეს არის ალკოჰოლი, ეს არის ნაკლები ფიზიკური აქტივობა და განსაკუთრებით ამას აქვს მნიშვნელობა პოსტმენოპაუზაში. დადასტურებულია, რომ პოსტმენოპაუზაში მაინც ცხიმის სხეულის ზონა ზრდის მენოპაუზური ძუძუს კიბოს განვითარების რისკს.

გარეთა ფაქტორებიდან უნდა გამოირიცხოს ქიმიური პროდუქტები, ასევე, წითელი ხორცი, მისი ძალიან აქტიური მოხმარება, წარმოადგენს რისკ-ფაქტორს.

ახლა ბევრი საუბარი იყო ორალურ კონტრაცეპტივზე და ჰორმონჩანაცვლებით თერაპიაზე. ორალური კონტრაცეპტივი დადასტურდა, რომ მათ არ აქვთ გავლენა ძუძუს კიბოს განვითარებაზე ან აქვთ იგივე ზეგავლენა, რაც სხვა პრეპარატებს.“, — ამბობს მამოლოგი ირაკლი კოხრეიძე.

@radvision123

სოლარიუმზე საუბრობს მამოლოგი ირაკლი კოხრეიძე – Radvision-ში https://youtu.be/Ua2lRqdbK4U?si=SvEfvT8HRqRhY365 #radvision

♬ original sound – radvision123
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები