ექიმი-მამოლოგი ირაკლი კოხრეიძე Radvision-თან ინტერვიუში ხაზგასმით ამბობს, რომ ბიოფსიის გარეშე სიმსივნის მკურნალობის დაწყება არ შეიძლება:
„ბიოფსიის გარეშე მკურნალობის დაწყება, რაიმე ტიპის მოქმედება ეს არის დანაშაული. არც ერთ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს. დაავადების მორფოლოგიური ვერიფიკაცია არის აუცილებელი. შეიძლება იყოს მცირე ზომის სიმსოვნე, მაგრამ იყოს აგრესიული ვარიანტის, ამ შემთხვევაში მკურნალობა უნდა იყოს დაწყებული არა ოპერაციით, არამედ ქიმიოთერაპიით. როცა თქვენ ცვლით ამ მოცემულობას, იცვლება აბსოლუტურად ყველაფერი…“
