მამოლოგი ირაკლი კოხრეიძე საზოგადოებას სოლარიუმის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას გვიზიარებს.
„ეს ინფორმაცია სასიამოვნო მოსასმენი არ არის თუმცა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2006 წლიდან სოლარიუმი შეიყვანა ნომერ პირველ კანცეროგენთა სიაში.
ამდენად სოლარიუმი წარმოადგენს სერიოზულ რისკფაქტორს, განსაკუთრებით ეს არის კანის ონკოლოგიური პათოლოგიები. ასევე სოლარიუმს აქვს გავლენა სარძევე ჯირკვლის ჯანმრთელობაზე“, – ამბობს ირაკლი კოხრეიძე.
