LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამოლოგმაც კი არ უნდა გააშიშვლოს წელზევით სრულად ქალი – ბაია პატარაია

443
470-baiapataraiafoto-cr-739x428-cr-721x405

ორგანიზაცია “საფარის” ხელმძღვანელმა, ბაია პატარაიამ, ექიმის მიერ საკარანტინე ზონაში ქალის სავარაუდო სექსუალური შევიწროვების ფაქტზე საუბრის შემდეგ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. მისი თქმით, შემოწმებისას ქალის წელს ზემოთ გაშიშვლების უფლება მამოლოგსაც არ აქვს.

“პრესკონფერენციის მერე ბევრი შემომიხტა და მიმტკიცებს, რომ ლიფის გახდა/შეხსნა ფილტვების მოსასმენად აუცილებელია.
თურმე ამაზეც გვჭირდება გაიდლაინები, რომელიც არ გვაქვს.
პ.ს. მე მაქვს წაკითხული, რომ მამოლოგმაც კი არ უნდა გააშიშვლოს წელზევით სრულად ქალი ხელით შემოწმებისას, არათუ ფილტვების მოსმენის დროს”, – წერს პატარაია.

შეგახსენებთ, გუშინ “საფარის” ხელმძღვანელმა, ექიმის მიერ პაციენტის სექსუალური შევიწროების ფაქტზე ინფორმაცია გაასაჯაროვა. ბაია პატარაია ყვებოდა, რომ გასინჯვის დროს ექიმმა საკარანტინე ზონაში მყოფ ქალს, წელს ზემოთ გახდა სთხოვა. ჯანდაცვის სამინისტრომ ამ თემაზე კომენტარი გააკეთა, და აღნიშნა, რომ ძალადობაში ბრალდებული ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომელი არ არის.

ჯანდაცვის სამინისტრო: საკარანტინე სივრცეში სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული სამინისტროს თანამშრომელი არ არის

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g