LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა ბახტაძე: თბილისის მუნიციპალიტეტმა ეფექტურად აითვისა კაპიტალური ხარჯები

103

ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის განმარტებით, ვინაიდან თბილისის მუნიციპალიტეტმა ეფექტურად აითვისა კაპიტალური ხარჯები, მთავრობამ მას დამატებით 30 მილიონიანი ტრანში გამოუყო. ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, თბილისის მერ კახა კალაძესა და ფინანსთა მინისტრს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ფინანსთა მინისტრის თქმით, დამატებითი თანხები გზების რეაბილიტაციის გარდა, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურის მოწყობასაც მოხმარდება.

„იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ გვაქვს ბიუჯეტის შესრულების კარგი შედეგები ერთი მხრივ და მეორე მხრივ, თბილისის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს კაპიტალური პროექტების საკმაოდ ეფექტური ათვისება, მივიღეთ გადაწყვეტილება წელსვე დავაკორექტიროთ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი დამატებით 30 მილიონი ლარით. ეს ნიშნავს ამავე დროს იმას, რომ თბილისის მუნიციპალიტეტს ექნება საშუალება დაიწყოს სპორტულ-გამაჯანსაღებელი ობიექტების პროექტირება. ეს ნიშნავს ასევე იმას, რომ მომავალ წლებში ჩვენ გამოვათავისუფლებთ თანხებს, რომელიც უნდა მოხმარებულიყო გზების რეაბილიტაციას და მივმართავთ მას სპორტული ობიექტების რეაბილიტაციაზე“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისივე თქმით, გამოყოფილი თანხით საწყის ეტაპზე მოხდება სპორტული ობიექტების პროექტირება, რათა შემდეგ უკვე მათ მშენებლობას ჩაეყაროს საფუძველი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g