„დღეს, ჩვენ ენგურის ხიდთან მოვედით, რათა ის ტრაგედია გავიხსენოთ, რომელიც 31 წლის წინ მოხდა და რომელმაც ჩვენი ქვეყანა გაყო – ჩვენ აქ მოვედით იმისათვის, რომ თანავუგრძნოთ ყველა იმ ადამიანს, ვინც თავისი სიცოცხლე ამ უთანასწორო ბრძოლას შესწირა და ოჯახის წევრი დაკარგა“, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ენგურის ხიდის მიმდებარედ, სოხუმის დაცემის 31 წლისთავთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც მანვე აღნიშნა, ენგურის ხიდი უნდა გახდეს იმის სიმბოლო, რომ „ჩვენ აუცილებლად ავაშენებთ ძლიერ საქართველოს ჩვენს აფხაზ, ოს ძმებთან და დებთან ერთად“.
სოხუმის დაცემის 31 წლისთავთან დაკავშირებით სახელმწიფო დროშები დაეშვა
„ჩვენ აქ მოვედით იმიტომ, რომ პატივი ვცეთ იმ გმირებს, რომლებიც უანგაროდ, უკან მოუხედავად ჩაერთო თავისი ქვეყნის სადარაჯოზე ჩვენი მიწა-წყლის დასაცავად და ამ უთანასწორო ბრძოლას სიცოცხლე შესწირა.
ჩვენ აქ მოვედით იმიტომ, რომ ვთქვათ ძალიან ხმამაღლა – რუსეთი არის აგრესორი, რუსეთმა ეს ომი გააღვივა და რუსეთს, აგრესორს საქართველოს მოქალაქე ბოდიშს არ მოუხდის. იმიტომ, რომ ყველა ომი, რომელიც საქართველოში დაიწყო არის რუსეთის მიერ პროვოცირებული.
„სოხუმი რომ დაეცა იმ დროს წამოვედი, მშობლები დარჩნენ იქ, მამა იქ მომიკლეს, ბებია სახლში ჩაწვეს, ბიძაშვილიც იქ მომიკლეს. ბებია და მამა ეზოში არიან დაკრძალულნი“ – აფხაზეთიდან დევნილი
სოხუმის დაცემიდან 31 წელი გავიდა. ომში დაღუპულ გმირებს, გმირთა მოედანზე პატივს მიაგებენ.
კატეგორიულად ვეწინააღმდეგები ბიძინა ივანიშვილის მოღალატეობრივ განცხადებას, როცა ის ოკუპანტს, 2008 წლის ომის გამჩაღებელს ბოდიშს უხდის. კიდევ ერთხელ ხმამაღლა ვამბობ, ქართველი ხალხი ოკუპანტს ბოდიშს არ მოუხდის.
ენგურის ხიდმა გაყო ორი მონათესავე თანამოქალაქე, მეზობელი, ერთი ოჯახები ერთმანეთისაგან, მაგრამ ეს ხიდი ჩვენ უნდა გადავაქციოთ ხიდად, რომელიც გაგვაერთიანებს. ეს ხიდი უნდა გახდეს იმის სიმბოლო, რომ ჩვენ აუცილებლად ავაშენებთ ძლიერ საქართველოს ჩვენს აფხაზ, ოს ძმებთან და დებთან ერთად.
ეს არის ადგილი, სადაც ჩვენ „ძლიერი საქართველო“ ძალიან კონკრეტული გეგმით დავიწყებთ იმის აშენებას, რასაც ევროპული საქართველო ჰქვია“. – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.