LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა ხაზარაძე: მინდა, ფიცივით გითხრათ – ბრძოლას არ გამოვეთიშები, სანამ საქართველო არ მიიღებს სრული თავისუფლებას, დემოკრატიას და ევროპისკენ გზას –  ყველას უნდა გავაგონოთ: გაიღვიძე თბილისო! გაიღვიძე საქართველო! გამოდი!

121
მამუკა ხაზარაძე

წაგვართვეს ყველაზე მთავარი – ჩვენი ნების გამოხატულება და სადაც შენი ნების გამოხატულება არ არის დაცული, არ არის თავისუფლება, დემოკრატია და მომავალი, ამიტომ, ჩვენ აქ, ამ გმირებთან შევიკრიბეთ, რათა ყველას გავაგონოთ: გაიღვიძე თბილისო! გაიღვიძე საქართველო! გამოდი!- ასე მიმართა “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ გმირთა მოედანზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს.

„მინდა, მივმართო თბილისს, სრულიად საქართველოს: ვიმყოფებით ჩვენი გმირების მემორიალთან, იმ გმირების, რომლებმაც ჩვენის სიცოცხლისთვის, ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი სამშობლოსთვის თავი გასწირეს, უანგაროდ, გმირულად. ჩვენ აქ მოვედით დღეს მარშით, რომ ყველას გავაგონოთ, პირველ რიგში თბილისს, რომ რომელიმე პარტიას კი არ მოპარეს არჩევნები, ან რომელიმე ჯგუფს კი არ მოპარეს ხმა, ჩვენ მოგვპარეს, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს და წაგვართვეს ყველაზე მთავარი – ჩვენი ნების გამოხატულება. სადაც შენი ნების გამოხატულება არ არის დაცული, ასეთ ქვეყანაში არ არის თავისუფლება, დემოკრატია და მომავალი. ამიტომ, ჩვენ აქ, ამ გმირებთან შევიკრიბეთ, რათა ყველას გავაგონოთ: გაიღვიძე თბილისო! გაიღვიძე საქართველო! გამოდი! გამოდი და არ დაუთმო რუს ოკუპანტს, რომლის წინააღმდეგაც ამ ბიჭებმა და გოგოებმა თავი დადეს თავისუფლებისთვის და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის. აქედან იწყება ყველაფერი.

პირველად ვარ ამ ადგილზე და მინდა, ფიცივით გითხრათ: მე, ერთი რიგითი ქართველი ამ ბრძოლას არ გამოვეთიშები, უკან არ დავიხევ სანამ საქართველო იმას არ მიიღებს, რაც მას ეკუთვნის – სრული თავისუფლება, დემოკრატია და ევროპისკენ გზა. ეს არის ჩვენი ბრძოლა. ეს არის ჩვენი არჩევანი და ამას ბოლომდე მივიყვანთ. გუშინწინ ცოტა ვიყავით,

დღეს ბევრნი ვართ და უფრო ბევრი ვიქნებით. იცით, რატომ? გადაიარა იმ ერთი კვირის ეიფორიამ: ვითომ, სად გაგვიყალბეს; როგორ წაგვართვეს; დაგვეხმარებიან, თუ – არა; თუ არ დაგვეხმარებიან, იქნებ ისეთიც არაფერი მოხდა.

ყველამ კარგად ვიცით, რომ ჩვენი ბედი ჩვენს ხელშია. ჩვენი ბრძოლა ბოლომდე ჩვენი მისაყვანია. ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენს თითოეულ პროტესტს და ამ უდრეკ სულს მხარს უჭერს მთელი ცივილური სამყარო. ხედავთ ამ მხარდაჭერას, მაგრამ ბრძოლა ჩვენი მოსაგებია – მშვიდობიანად, ახალი არჩევნების მოთხოვნით. ამ პარლამენტს ლეგიტიმაცია არ ექნება”,- განაცხადა ხაზარაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g