LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა ხაზარაძეს სხვა გამოსავალი არ ჰქონდა – რომან გოცირიძე

111
რომან გოცირიძე

პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ მამუკა ხაზარაძე საკუთარი ბანკიდან გააგდეს. რომან გოცირიძე მამუკა ხაზარაძის ბანკიდან წასვლას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ როგორც ჩანს, უცხოელმა პარტნიორებმა, ფული არჩიეს სამართლიანობას.

„ბანკმა ბოლო პერიოდში 200 მილიონი დოლარი იზარალა. მამუკა ხაზარაძეს სხვა გამოსავალი არ ჰქონდა – ან წასვლა ან ბანკის კიდევ უფრო დიდი რისკის ქვეშ დაყენება. უცხოელმა პარტნიორებმა, როგორც ჩანს, ფული არჩიეს სამართლიანობას. შეიძლება ვერც გაამტყუნებ, როცა ქვეყანაში არ არსებობს სასამართლო და ქვეყანას ჯერ კიდევ ერთი ახირებული კაცი მართავს. ახლა ჩვენი ვალია ყველამ ერთად დავიცვათ ანაკლია. მას ასე ადვილად ვერ დაითრევს. იქ დიდი გეოპოლიტიკური ინტერესები დევს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, რომელიც სამშაბათს გამოცხადდება პარლამენტში, მზად უნდა იყოს გადადგომისთვის. მას დაკარგული აქვს ნდობა. ამის გარეშე კი, მისი იქ დარჩენა მხოლოდ ზიანის მომტანია,“ – წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში თავის გვერდზე.

შეგახსენებთ, მამუკა ხაზარაძემ TBC ბანკიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილება სოციალურ ქსელში გაავრცელა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g