„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით მმართველი გუნდი ხვალიდან მუშაობას იწყებს და მალე დაინიცირდება „მედიის კანონი“, რომელსაც ბრიტანული მოდელისა და კანონმდებლობის შესაბამისად მიიღებენ.
მისივე განმარტებით, კანონით დადგინდება მედიის ობიექტურობის და ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები. მდინარაძის თქმით, განისაზღვრება აღნიშნული სტანდარტების მონიტორინგის და დაცვის ინსტიტუციური მექანიზმები.
„მუშაობას დავიწყებთ ხვალიდანვე და დაინიცირდება მედიის კანონი, რომელსაც მივიღებთ ბრიტანული მოდელისა და კანონმდებლობის შესაბამისად. კანონით დადგინდება მედიის ობიექტურობის, აგრეთვე ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები.
გორდულაძე: „მოქმედი კანონმდებლობა იმ ადამიანების მოთოკვას ვერ უზრუნველყოფს, რომელთაც მშვიდობიან პროტესტთან საერთო არაფერი აქვთ! ვამკაცრებთ კანონს, რათა ვემსახუროთ სამშობლოს!“
„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, მათ შორის კანონებისა და ბერკეტების გამკაცრებით, რათა ვემსახუროთ სამშობლოს და არა ვიღაცისგან მიღებული დავალებების შესრულებას!“
განისაზღვრება აღნიშნული სტანდარტების მონიტორინგის და დაცვის ინსტიტუციური მექანიზმები. შეიზღუდება მედიასაშუალების დაფინანსება უცხოური წყაროებიდან. ბუნებრივია, ეს არ შეეხება კომერციული რეკლამებიდან მიღებულ და სხვა ამგვარ შემოსავლებს“. – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.