LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა მდინარაძე: „რამდენი რადიკალური ზომაც იქნება, უნდა გვახსოვდეს, ყველაფერი არის ოპოზიციისთვის გადაგდებული მაშველი რგოლი, რომ აქ სიტუაცია არიონ – მოვუწოდებ ყველა პარტნიორს, ნუ ჩაერევიან ქართველი ხალხის არჩევანში“

267
მამუკა მდინარაძე

„რამდენი რადიკალური ზომაც იქნება, უნდა გვახსოვდეს, ყველაფერი არის ოპოზიციისთვის გადაგდებული მაშველი რგოლი, რომ აქ სიტუაცია არიონ – მოვუწოდებ ყველა პარტნიორს, ნუ ჩაერევიან ქართველი ხალხის არჩევანში“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

აღნიშნულით მდინარაძემ ფინანსურ სანქციებზე დასმულ შეკითხვას უპასუხა და თქვა, რომ ყველა ამგვარი ქმედება საქართველოში ჩასატარებელ არჩევნებში და საარჩევნო პროცესში ჩარევა იქნება.

ირაკლი კობახიძე: გვაქვს ინფორმაცია, რომ რადიკალურ ოპოზიციაში აქტიურად მსჯელობენ იმგვარი სცენარის ხელოვნურად განვითარებაზე, რომელსაც საზოგადოების მღელვარება შეიძლება მოჰყვეს – არეულობის ხელოვნურად შემოტანის ნებისმიერი მცდელობა უმკაცრესად დაისჯება

„დიახ, ჩვენი ოპოზიცია მაშველ რგოლს გარედან ელოდება. ყველა ამგვარი მოქმედება იქნება საქართველოში ჩასატარებელ არჩევნებში და საარჩევნო პროცესში ჩარევა. ახლა კიდევ უფრო რადიკალური ზომები რამდენიც იქნება, უნდა გვახსოვდეს ყველაფერი არის ოპოზიციისთვის გადაგდებული მაშველი რგოლი.

არ გამოვრიცხავ, თუმცა მათი მთავარი სამიზნე არის ბიძინა ივანიშვილი. ბიძინა ივანიშვილს ფაქტობრივი სანქციები აქვს დაწესებული. 2 მილიარდს რომ გაუჩერებ, უფრო მეტი სანქცია წარმოუდგენელია. მე ფინანსურ სანქციებს ვერ დამიწესებენ.

მეთიუ მილერი: „საქართველოს მთავრობა განაგრძობს შემაშფოთებელი მიმართულებით მოძრაობას, გვაშფოთებს კანონის აღსრულება ორგანიზაციების მიმართ, ვინც ნებაყოფლობით არ დარეგისტრირდა“

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის თქმით, აშშ-საქართველოს შორის ურთიერთობების მრავლისმომცველი გადახედვის პროცესი გრძელდება.

ბანკის კრედიტზე თუ დამიწესებენ სანქციას დიდი სიამოვნებით მივიღებ, რამდენიმეთვიანი შეღავათი თუ მექნება არჩევნებამდე, ორი თვე დავისვენებ კრედიტისგან. ვერ დამიწესებენ ასეთ სანქციებს. რაც შეეხება პერსონალურ სანქციებს, სავიზო შეზღუდვებს, არ ვიცით ვინ არის ასეთი ადამიანი, იმიტომ რომ ცნობილი არ არის.

რამდენი განცხადებაც და რამდენი მსგავსი მოქმედებაც იქნება (წინასწარ არავინ იცის იქნება თუ არა) ყველა იქნება ოპოზიციისთვის გადმოგდებული მაშველი რგოლი, რომ მათ არიონ საქართველოში სიტუაცია.

პრემიერი: ჩვენი გუნდი იღებს განსაკუთრებულ ზომებს ბიძინა ივანიშვილის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. საარჩევნო შეკრებებზე უზრუნველყოფილია მისი უსაფრთხოების დაცვა შუშის ბარიერით, რაც რადიკალური ოპოზიციის განსაკუთრებული გულისწუხილის მიზეზია

ამიტომ მოვუწოდებ ყველა პარტნიორს, რომ ნუ ჩაერევიან ქართველი ხალხის არჩევანში. ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს თავისით, ვინ უნდა თავის ხელისუფლებაში და სხვამ არ გადაწყვიტოს, რომ მათი აგენტები უნდათ მაინცდამაინც“, – განაცხადა მდინარაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g