LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა მდინარაძე: უნდათ, რაღაც მოეწიოს იმ უბედურს და იყოს მსხვერპლი, გაუფრთხილდით, რომ ვიღაცამ რაღაცა არ დაგვაბრალოს და ეს ქვეყნის აყირავებისთვის არ გამოიყენოს

202
მდინარაძე

სამიზნედ არ ამოირჩიოს ვიღაცამ ვიღაცა, დაანებეთ თავი, უნდათ, მაგაზე იყოს თავდასხმა, უნდათ, რაღაც მოეწიოს იმ უბედურს და იყოს მსხვერპლი, ყველას ვთხოვ, თავი დაანებეთ, პირიქით, თუ დაინახავთ სადმე, გაუფრთხილდით, რომ ვიღაცამ რაღაცა არ დაგვაბრალოს და ეს ქვეყნის აყირავებისთვის არ გამოიყენოს, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

ალეკო ელისაშვილი: სახლში მოვარდნენ, მთაწმინდაზე, ნიღბებით – მეზობლებმა გაყარეს, ველოდები ყველაფერს, რადგან ყველაფერზე წამსვლელები არიან

„თავს გაუფრთხილდეს ყველა, მუქარად არ ჩათვალოს ვინმემ. იმდენი ცუდი რაღაც ხდება, თავს გაუფრთხილდეს ყველა მართლა მსხვერპლად არ გამოიყენოს ვიღაცამ. ახლა არის ეს საფრთხე. არაერთმა მომწერა ეს ამბავი. ახლა არის ეს საფრთხე, რომ ვიღაცამ ობიექტად ამოარჩიოს. თორემ, მე წავცხებ ერთს როცა იქნება კისერში და მაგით დამთავრდება ყველაფერი, გულში ჩადება შეიძლება, არ ვიცოდე რაღაცების. სამიზნედ არ ამოირჩიოს ვიღაცამ ვიღაცა და მერე ამ სიბინძურეშიც არ გაეხვიოთ „ენჯეო“ სექტორი, დამიჯერეთ. პრევენციისთვის ვაკეთებ ამ განცხადებას. მთელ ქვეყანას მოვუწოდებ, იმ ასეულობით ადამიანს, რომელმაც მომწერა, რა უნდა უყოთ ხალხო, დაანებეთ თავი. მაგათ უნდათ, მაგაზე იყოს თავდასხმა, უნდათ, რაღაც მოეწიოს იმ უბედურს და იყოს მსხვერპლი. ყველას ვთხოვ, თავი დაანებეთ, პირიქით, თუ დაინახავთ სადმე, გაუფრთხილდით, რომ ვიღაცამ რაღაცა არ დაგვაბრალოს და ეს ქვეყნის აყირავებისთვის არ გამოიყენოს. ის რომ ტუტუცია და არაკაცია ამის გარდა ტვინი არ აქვს და ამდენსაც ვერ ხვდება“, – განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ მამუკა მდინარაძეს ფიზიკურად დაუპირისპირდა.

ელისაშვილმა მდინარაძეს, რომელიც დეპუტატებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს წარუდგენდა, ხელი გაარტყა.

ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტში – ალეკო ელისაშვილმა მამუკა მდინარაძეს ხელი დაარტყა

გაილახა მდინარაძე ხოშიანად, მოხვდა რუსულ „სიფათში“ – უწი-პუწის დრო არ არის, რუსეთში მიგვათრევენ გაქანებით – ალეკო ელისაშვილი

„ეს ქურდულად მოპარვა და ხელის დარტყმა რომელ კაცობაში, რომელ ქართველობაში, რაში ზის.. ამას საკადრისი პასუხი გაეცემა“- მდინარაძე ალეკო ელისაშვილთან ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები