LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა მდინარაძე: „USAID-ის მიერ დაფინანსებული აგენტურის ქართული ნაწილი ემსახურება „დიფ სთეითს”, „დიფ სთეითი” – ოლიგარქიულ გავლენებს, აგენტურა საქართველოში მარცხდება, ქართველი ხალხი და მშვიდობა იმარჯვებს“ 

131
მამუკა მდინარაძე

„USAID-ის მიერ დაფინანსებული აგენტურის ქართული ნაწილი ემსახურება დიფ სთეითს, დიფ სთეითი – ოლიგარქიულ გავლენებს“, – წერს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, დღევანდელი მოცემულობით, „დიფ სთეითისა” და USAID-ის აგენტურა საქართველოში მარცხდება, მათ შორის, მკაცრი სამართლებრივი რეგულაციებით, შესაბამისად, ისევ ქართველი ხალხი და მშვიდობა იმარჯვებს“.

„მათთვის, ვინც ჯერ კიდევ ვერ გაერკვა ნაც.აგენტურის და მისი პატრონების სუბორდინაციაში: USAID-ის მიერ დაფინანსებული აგენტურის ქართული ნაწილი ემსახურება დიფ სთეითს, დიფ სთეითი – ოლიგარქიულ გავლენებს.

რაც შეეხება დღევანდელ მოცემულობას: დიფ სთეითისა და USAID-ის აგენტურა საქართველოში მარცხდება, მათ შორის მკაცრი სამართლებრივი რეგულაციებით. შესაბამისად, ისევ ქართველი ხალხი და მშვიდობა იმარჯვებს.

არ იქნება სამართალი, – არ იქნება მშვიდობა! ცეცხლი ოლიგარქიას! ოლეე, ოლაა-ზე იხ. პრემიერის დღევანდელი კომენტარი”, – წერს მამუკა მდინარაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g