LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა მდინარაძემ სუს-ის უფროსის თანამდებობა 6 წლის ვადით დაიკავა

122
მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძემ სუს-ის უფროსის თანამდებობა დაიკავა. მდინარაძის კანდიდატურას პარლამენტის 85-მა წევრმა დაუჭირა მხარი.

საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე პლენარულ სხდომაზე კენჭისყრა საკითხის განხილვის გარეშე ჩატარდა.

პრემიერმა სუს-ის უფროსად მამუკა მდინარაძის კანდიდატურა წარადგინა

კახა კალაძე მამუკა მდინარაძეზე: „ის არის კარგი ქართველი კაცი, ჰყავს ძალიან კარგი ოჯახი, არის პატრიოტი, გულწრფელად ვუსურვებ წარმატებას ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე“

„ამ სამსახურის სწორი და გამართული მუშაობა ერთობ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და მისი მომავლისთვის“ – განუცხადა კახა კალაძემ ჟურნალისტებს.

მანამდე მდინარაძეს თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტში მოუსმინეს.

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მდინარაძეს პარლამენტში გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხდა:

„მოყვარემაც და რაც მთავარია მტრებმაც ძალიან კარგად იციან, თუ რა როლი ჰქონდა მამუკა მდინარაძეს საქართველოს პარლამენტში. ზუსტად ჩვენი ქვეყნის მოყვარეების სასიკეთოდ და მტრების საზიანოდ მამუკა მდინარაძე სახელმწიფო უსაფროების სამსახურის გამორჩეული ხელმძღვანელი იქნება. ის კიდევ უფრო გააძლიერებს იმ უსაფრთხოების სისტემას, რომელიც წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა და გვაძლევს შესაძლებლობას, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა, კეთილდღეობის ზრდის ტემპები, რაც რეგიონალურ გაურკვევლობებსა და ტურბულენტობებში გვაქვს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, პარლამენტი სუს-ის უფროსს უფლებამოსილების 6 წლის ვადით ირჩევს.

სუს-ს ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ანრი ოხანაშვილი ხელმძღვანელობდა. ოხანაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად პარლამენტმა 2025 წლის აპრილში აირჩია, თუმცა მან აგვისტოში გადადგომის თაობაზე განაცხადა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g