LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამულაშვილთან შელაპარაკებას ვადასტურებ, მან შეურაცხმყოფელი და პროვოკაციული პირადი კომენტარი გააკეთა ჩემ მიმართ: ხელაშვილი

88
1

დღეს, პარლამენტში მომხდარ ინციდენტს უმრავლესობის წევრი გიორგი ხელაშვილი ეხმიანება და ადასტურებს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთ დეპუტატ ნონა მამულაშვილთან შელაპარაკება მოხდა.

“მომაძახა, რომ ვარ ნაბიჭვარი…” – ნონა მამულაშვილი მის მიმართ „ოცნების” დეპუტატის რეპლიკაზე ეთიკის კომისიის რეაგირებას ითხოვს

როგორც გიორგი ხელაშვილმა “პირველ არხს” განუცხადა, მამულაშვილის რეპლიკა “ნაციონალური მოძრაობისთვის” დამახასიათებელი პროვოკაციული ნათქვამი იყო მის მიმართ:

“ვადასტურებ, რომ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ შელაპარაკებას ჰქონდა ადგილი დეპუტატ მამულაშვილთან, რომელმაც ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, “ნაციონალური მოძრაობისთვის” დამახასიათებელი შეურაცხმყოფელი და პროვოკაციული პირადი კომენტარი გააკეთა ჩემ მიმართ.” – განაცხადა ხელაშვილმა.

შეგახსენებთ, “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი ნონა მამულაშვილი აცხადებს, რომ სხდომაზე გიორგი ხელაშვილმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მამულაშვილი ეთიკის კომიტეტისგან რეაგირებას ითხოვს.

“სხდომაზე სალომე სამადაშვილმა დასვა კითხვა, რატომ არ მობრძანდება კომიტეტში საგარეო საქმეთა მინისტრი. ამაზე „ქართული ოცნების“ კლასიკური პასუხი იყო ის, რომ ჩვენ რეგლამენტის კითხვა არ ვიცით. მათგან შეურაცხყოფა ისეა, როგორც გამარჯობის თქმა. მაშინ, როდესაც ამასთან დაკავშირებით პროტესტი გამოვთქვი ერთ-ერთმა დეპუტატმა ხელი ამიქნია. მე კი ვუთხარი, რომ ასეთი ჟესტებით საუბარი ეთიკური არ არის. მან მომაძახა, რომ ვარ ნაბიჭვარი. ეთიკის კომიტეტის წევრი ვარ და შესაბამის რეაგირებას ვითხოვ.” – თქვა მამულაშვილმა.

პოპულალურები