LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მან ძაღ­ლებ­თან ერ­თად გა­ლი­ა­ში გა­მომკეტა“ – ალენ დელონის უმცროსი ვაჟი მამას ძალადობაში ადანაშაულებს – 31 წლის ალენ-ფა­ბი­ენ დე­ლო­ნის სკანდალური განცხადება

2209
page

ლეგენდარული მსახიობის, ალენ დე­ლო­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან ერთი წლის შემ­დეგ, მისი უმ­ცრო­სი შვი­ლი, ალენ-ფა­ბი­ენ დე­ლო­ნი მას ფი­ზი­კურ ძა­ლა­დო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს. 

31 წლის ალენ-ფა­ბი­ენის განცხადებით, მა­მა­მი­სი არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბა­დი კაცი იყო და ბოლო წლებშიც ბა­ლი­შის ქვეშ და­ტე­ნი­ლი ია­რა­ღით იძი­ნებ­და.

ალენ-ფა­ბი­ენ­მა გა­იხ­სე­ნა 2023 წლის სა­ღა­მო, რო­დე­საც ის მცველ­თან ერ­თად ქა­ბა­ბის სა­ყიდ­ლად გა­ვი­და და დაბ­რუ­ნე­ბი­სას მა­მამ ია­რა­ღი და­უ­მიზ­ნა.

„მა­მამ ერთხელ ძაღ­ლებ­თან ერ­თად გა­ლი­ა­ში გა­მომკეტა“, – აცხადებს ის.

ეს შოკისმომგვრელი დე­ტა­ლე­ბი წიგნ­ში „სა­მუ­რა­ის უკა­ნას­კნე­ლი დღე­ე­ბი“ გა­მო­აშ­კა­რავ­და, რო­მე­ლიც ფრან­გი გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის, ლო­რენს პი­ო­სა და ფრან­სუა ვი­ნო­ლის მი­ე­რაა და­წე­რი­ლი.

ცნობისთვის, ალენ-ფა­ბი­ენ დე­ლო­ნის დედა გახლავთ როსალიჩე ვან ბრიმენი, ჰოლანდიელი მოდელი და ჟურნალისტი. ის დელონთან ურთიერთობაში 1990 წლიდან, 1994 წლამდე იმყოფებოდა.

„შოუ უნდა გაგრძელდეს… ის თავს, როგორც ყოველთვის, ლა­მა­ზად მი­იჩ­ნევს“ – 88 წლის ალენ დელონის უახლესი ფოტოები

„მე და შენ მთელი სამყაროს წინააღმდეგ“ – ანუშკა დელონი მამასთან ერთად გადაღებულ ემოციურ ფოტოებს ავრცელებს

ალენ დელონის ქონებისთვის გადამტერებული დედმამიშვილები – ენტონი დელონი პოსტს ავრცელებს: „ანუშკა სამი კვირის განმავლობაში დიდ სიამოვნებას იღებდა ჩემი და ჩემი ძმის განადგურების პროცესით…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები