LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Man-ის ავტობუსების საქართველოში ჩამოსვლის გრაფიკი შესაძლოა შეიცვალოს

41

Man-ის ავტობუსების ახალი ნაკადი, თბილისში შესაძლოა დაგეგმილზე ადრე, იანვრის ნაცვლად დეკემბერში ჩამოვიდეს.
ამის შესახებ ”ფორტუნას” ტრანსპორტის საქალაქო სამსახურიდან აცნობეს.
ხელშეკრულებით გათვალისწინებულია, რომ Man-ის ავტობუსების შემდეგი ნაკადი (13 ცალი) დედაქალაქში იანვრამდე უნდა შემოვიდეს.
ასევე ხელშეკრულების მიხედვით, თებერვალსა და მარტში ავტოპარკს კიდევ 60-60 ავტობუსი დაემატება.

ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში ამბობენ, რომ რაოდენობები შეიძლება გადათამაშდეს, თუმცა საბოლოო შედეგი – მარტში, ავტოპარკის 143 ავტობუსის განახლება, არ შეიცვლება.

ახალი ავტობუსებით მგზავრობის ღირებულება სტანდარტულია და 50 თეთრს შეადგენს. მოქმედებს დაწესებული შეღავათებიც. ავტობუსი შშმ პირებისა და ჩვილ ბავშვთა ეტლებისთვის არის ადაპტირებული: აღჭურვილია სპეციალური პანდუსითა და მათთვის სალონში შესაბამისი სივრცეებია გამოყოფილი. საზოგადოებრივ ტრანსპორტში გათბობა-გაგრილების სისტემის კლიმატ-კონტროლი მუდმივად 22 გრადუსზეა დაპროგრამებული, რაც ზამთარ-ზაფხულ თანაბარი და კომფორტული ტემპერატურის შენარჩუნებას უზრუნველყოფს.

fortuna.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები