LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მანამდე მერიდებოდა, ახლა შემიძლია დავწერო ლევანზე” – ვიკა ბუკია მეუღლეს ემოციურ პოსტს უძღვნის

2341
BeFunky-collage (4)

ჟურნალისტი ვიკა ბუკია მეუღლეს, ლევან გოგიჩაიშვილს ემოციურ პოსტს უძღვნის და წერს, რომ აქამდე მეუღლის კარგ თვისებებზე საუბარი საჯაროდ ერიდებოდა.

“მანამდე მერიდებოდა. ახლა შემიძლია დავწერო ლევანზე. ლევანს ერთი კარგზე კარგი თვისება აქვს (რაც საერთოდ არ მაქვს მე). დაკარგული ძალების სწრაფად აღდგენა, საკუთარ თავს მალევე შეუძახებს. ვერაფერი ვერ უკლავს ბრძოლის ჟინს, ვერაფერი უფუჭებს ხასიათს. კორონა რომ შეგვეყარა და 1 თვე დაკარგა მაშინაც არ ჩაუქნევია ხელი. მიუხედავად იმისა, რომ იცოდა რა ძნელია ფინანსური მხარდაჭერის გარეშე (თან ვირუსით) რაიმე გააკეთო. გუშინ ცუდ ხასიათზე იყო. მაგრამ მალევე გამოერკვა.
არ ვიცი ამას როგორ ახერხებს. მე კიდევ ისეთი დრამა ვარ:)) დღეს ადგა და თქვა: დამარცხებაც სტიმულია რომ უფრო მეტი ვიმუშავო, ვიფიქრო ჩემს თავზე, ჩემს სათქმელზე და დავარწმუნო ადამიანები ჩემს სიმართლეშიო:) მართლა ასე თქვა და წავიდა:)
სად წავიდა არ ვიცი, მგონი ჩართვა აქვს:))”- წერს ვიკა ბუკია.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g