მმართველმა პარტიამ გუშინ თბილისში „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის დასკვნითი ღონისძიება გამართა, მანამდე, მათ რეგიონებში ჰქონდათ გასვლითი ღონისძიებები.
წინასაარჩევნო კამპანიის დასკვნითი ღონისძიება თავისუფლების მოედანზე ბერა ივანიშვილის სიმღერით და გამოსვლით დასრულდა.
შეკრებილებს შორის იყო არაერთი ცნობილი სახე, მათ შორის იყო მომღერალი მანანა თოდაძე, რომელმაც „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა და 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ბიძინა ივანიშვილი: „2012 წლის არჩევნებამდე 2 დღით ადრე, მთელი საქართველოდან, ნახევარი მილიონი პატრიოტი მოეფინა თბილისის ქუჩებს, რათა ყველასთვის გვეჩვენებინა, რომ არავის და არაფრის გვეშინია!“
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ამ დღიდან მოყოლებული, ჩვენი ქვეყნის ბედი წაღმა დატრიალდა!
„ძალიან მნიშვნელოვანია 26-ში გამოცხადდეს ყველა და ხმა მისცენ ნამდვილად „ოცნებას“, იმიტომ, რომ ვფიქრობ, „ოცნება“ არის ერთადერთი პარტია და ჩვენი მთავრობა, რომელიც გადაარჩენს საქართველოს ომისგან. მშვიდობა გვინდა ჩვენ ყველას”, – აცხადებს მომღერალი მანანა თოდაძე.