მანდატურის სამსახურის რეფორმასთან დაკავშირებით ბავშვთა ფსიქოლოგმა, მაია ცირამუამ აღნიშნა, რომ კანონპროექტმა მხოლოდ კონტროლი არ უნდა უზრუნველყოს:
“მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ უფრო წავალთ ასე ვთქვათ იმ გზით, რომ სკოლას შეექმნას კრიზისული სიტუაციების მართვის ეფექტური მექანიზმები, სადაც კონტროლთან ერთად იქნება ჩადებული ზრუნვის ელემენტიც.”
ფსიქოლოგმა აღნიშნა, რომ განხილვის პროცესში ჯანდაცვის სამინისტროც უნდა იყოს ჩართული:
“გული მწყდება იმაზე, რომ აქ არის მხოლოდ და მხოლოდ ორი სამსახური წარმოდგენილი ანუ ორი უწყება, ეს არის განათლების სამინისტრო და შინაგან საქმეთა სამინისტრო და მაქვს კითხვა იმასთან დაკავშირებით სად არის ჯანდაცვის სამინისტრო, რომლის როლიც ძალიან დიდი არის,”- აცხადებს მაია ცირამუა.