LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Måneskin-ის ვოკალისტმა სადებიუტო სოლო ალბომი და ტურნე დააანონსა

127
photo-collage.png (6)

გასული წლის სექტემბერში, Måneskin-ის ვოკალისტი, დამიანო დავიდი მუსიკალურ ასპარეზზე, როგორც სოლო შემსრულებლი გამოჩნდა. ჯგუფისგან დამოუკიდებლად, მან ამ დრომდე სამი სინგლი – Silverlines, Born with a Broken Heart და Next Summer გამოუშვა, რომლებიც გაირკვა, რომ მის სადებიუტო სოლო დისკში შევა.

საქმე ისაა, რომ როგორც მოსალოდნელი იყო, ახლახან, იტალიელმა შემსრულებელმა სადებიუტო სოლო სტუდიური ალბომი – Funny Little Fears დააანონსა, რომლის რელიზი 16 მაისს შედგება.

ცნობილი გახდა ისიც, რომ დავიდი მომავალი ლონგფლეის მხარდასაჭერად ტურნესაც გამართავს, რომელიც 11 სექტემბრიდან 16 დეკემბრამდე, ევროპას, აზიას, ოკეანეთს, სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკას მოიცავს.

Måneskin-ის ვოკალისტმა სოლო სინგლი გამოუშვა

Måneskin-ის ვოკალისტმა, დამიანო დავიდმა ლედი გაგასა და ბრუნო მარსის ჰიტი – Die with a Smile იმღერა

შეგახსენებთ, რომ დამიანო დავიდმა ფართო აუდიტორიის ყურადღება 2021 წლიდან, იტალიური როკ ჯგუფის – Måneskin შემადგენლობიდან მიიპყრო, როცა კოლექტივმა ,,ევროვიზია” მოიგო. ის ბენდის ვოკალისტად რჩება, თუმცა ბოლო დროს მსმენელის ინტერესის ობიექტი სოლო კარიერითაც გახდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები