„ეს საკითხი „ქართულმა ოცნებამ” წამოიწყო და ბოლომდე მიიყვანოს. როცა კანონპროექტი დასრულებული ექნება, პოზიციას ჩამოვაყალიბებ, არ გავექცევი. ჩვენ საკითხს სხვანაირად ვაყენებთ“, – ასე ეხმაურება სტრატეგია აღმაშენებლის დეპუტატი, პაატა მანჯგალაძე მმართველი პარტიის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც „საზოგადოებას ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისა და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს“.
პაატა მანჯგალაძის განცხადებით, „ქართული ოცნების” პოლიტიკა იმდენად ანტიქართული და ანტიეროვნულია, რომ ასეთი მძიმე ვითარებიდან გამომდინარე, ხალხი ქვეყნიდან გადის“.
არის მაღალი ფასები, სიღარიბე, მათ ქვეყნის დატოვება უწევღ და თუ ასე გაგრძელდა, ქვეყანაში დასაქორწინებელიც არავინ დარჩება. შესაბამისად, პირველ რიგში, საჭიროა ამ საკითხების მოგვარება და შემდეგ რაზეც უნდა, იმაზე გავყვები.
ჯერ „ქართულმა ოცნებამ“ თქვას, როგორ ვაგვარებთ ხალხის გაქცევის პრობლემას“, – თქვა პაატა მანჯგალაძემ.
ცნობისთვის, „ქართულმა ოცნების“ გადაწყვეტილებით, მომზადდა საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც „საზოგადოებას ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისა და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს“. როგორც „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, კანონპროექტი უახლოესი ორი კვირის განმავლობაში დაინიცირდება პარლამენტში. კანონპროექტში სრულად იქნება დაცული საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით გათვალისწინებული პრინციპები და ნორმები.