პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერის დავით ჭიჭინაძის განცხადებით, „მანკიერი სიტუაციაა საავადმყოფოებში, შეჭმულია უამრავი ფული, თანაც ისე, რომ საწოლფონდებიც ვერ შექმნეს“. ჭიჭინაძის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ხალხის დასახმარებლად გამოგზავნილი მილიონები „გაანიავა და კორუფციული სქემებით ჯიბეებში ჩაილაგა“.
„ტრიბუნას“ ლიდერის განმარტებით, „სისტემა ისე გამოლპა, 2024 წლამდე როგორ მივა „ქართული ოცნება“კი არა, ამ ზამთარს როგორ გადააგორებენ, საკითხავი ჯერ ეს არის“.
„მანკიერი სიტუაციაა საავადმყოფოებში, შეჭმულია უამრავი ფული, თანაც ისე, რომ საწოლფონდებიც ვერ შექმნეს. უმცროსი მედპერსონალის მიზერული, 160-300 ლარის ანაზღაურების ფონზე, სამარცხვინოა პრემიერის განცხადება, გამგებლების, მათი მოადგილეების, ადმინისტრაციებში დასაქმებული პირებისთვის ხელფასების გაორმაგების შესახებ. მოკლედ, კატასტროფა, განუკითხაობა, ყველაფერი რაც დღეს ქვეყანაში ტრიალებს, აბსოლუტურად „ოცნების“ ხელისუფლების და მუშკეტერების ბრალია!
შესაძლოა, უცოდინრობით დაიდო ეს შედეგი, მაგრამ თუ შეგნებულად, მაშინ სადისტები არიან და დასაჭერები“, – აღნიშნავს დავით ჭიჭინაძე.