კომპანია Compare the Market-ის ამერიკელმა ანალიტიკოსებმა მეორადი ბაზრის ანალიზი ჩაატარეს 2021 წლის აპრილიდან 2022 წლის მარტამდე. კვლევის შედეგად შეადგინეს მანქანების სია, რომელთა ფასი ყველაზე ხშირად ეცემოდა მათი ყიდვიდან სამი წლის განმავლობაში.
ამ რეიტინგის სათავეშია ელექტროქარი Nissan Leaf. აღნიშნავენ, რომ სამ წელიწადში ავტომობილი პირველადი ღირებულების 49%-ს კარგავს.
მეორე ადგილზეა Range Rover (44%), ხოლო რეიტინგის სამეულს ასრულებს Nissan Altima (42%).
ანალიტიკოსებმა ასევე დაასახელეს მეორადი მოდელები, რომლითაც ამერიკელები ყველაზე ხშირად არიან დაინტერესებული. ესენი აღმოჩდნენ Jeep Wrangler, პიკაპი Toyota Tacoma და ელექტრომობილი Tesla Model 3.