ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. როგორც მისი სტატუსიდან ირკვევა, ტოჩინოშინს ბებია გარდაეცვალა.
ლევან გორგაძე სტატუსს ბებიასთან ერთად გადაღებულ ვიდეოს ურთავს და წერს:
„ყოველ დარეკვაზე სულ მპირდებოდი, სანამ არ ჩამოხვალ, არ მოვკვდები, უნდა ვიცოცხლო შენს ჩამოსვლამდეო! მაპატიე, ბებო, ცოცხალს რომ ვეღარ ჩამოგისწარი.
უფალს ებარებოდეს შენი ტკბილი სული“, – წერს ლევან გორგაძე.
ყოველ დარეკვაზე სულ მპირდებოდი სანამ არ ჩამოხვალ არ მოვკვდები უნდა ვიცოცხლო შენ ჩამოსვლამდეო! მაპატიე ბებო ცოცხალს რომ ვეღარ ჩამოგისწარი🙏 უფალს ებარებოდეს შენი ტკბილი სული 🙏😢💔🕊️
Posted by Levan Gorgadze on კვირა, 25 იანვარი, 2026
