19 წლის მოკლული ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის და, ანი შაქარაშვილი სოციალურ ქსელში გარდაცვლილის ბავშვობის ფოტოს აზიარებს და ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
“შენმა მკვლელებმა როგორ უნდა გაიმართლონ თავი? მაპატიე, რომ იმ მომენტში ვერ დაგიცავი, როცა 5 არაკაცის წინაშე უმწეო აღმოჩნდი, მაგრამ გპირდები შენ გამო 5 კი არა 5000 ერთად მოვერევი”, – წერს ანი შაქარიშვილი.
https://www.facebook.com/shakarashviliani/posts/4550347015005951
შეგახსენებთ, 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს. შსს-მ ფეხბურთელის საქმეზე 26 ივნისს 17 ადამიანი დააკავა, 28 ივნისს კი ყველა მათგანს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა.
10 ივლისს პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, თუმცა მას გარდაცვალებამდე მკვრივი-ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები აქვს.
ფეხბუერთელის მკვლელობის საქმეზე ხუთ დაკავებულს ბრალი დაუმძიმდა და მათ წინააღმდეგ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.