სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი, რომელიც კიევის ოლქში იმყოფება, სოციალურ ქსელში სახალისო ფოტოს აქვეყნებს, სადაც ჩანს ევაკუატორს მანქანასთან ერთად როგორ გადაჰყავს.
„ევაკუატორის მძღოლი მეუბნება, მაგარი გიჟი ვარ, 9 წელი სამედიცინოზე ვისწავლე, 6 წელი ქირურგად ვიმუშავე, მერე მომბეზრდა და ახლა ევაკუატორის მართვაღა შემრჩაო.
ჯერ ჩემი სიგიჟებები არ მომიყოლია“. – წერს გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში.
