27 წლის დემი ლოვატოსა და 29 წლის მაქს ერიხის ირგვლივ სასიხარულო სიახლეებია. როგორც ირკვევა, დემი ლოვატო 5 თვიანი თანაცხოვრების შემდეგ მაქს ერიხზე დაინიშნა და ისინი მალე იქორწინებენ. ამის შესახებ ლოვატომ „ინსტაგრამზე“ განაცხადა.
„როდესაც პატარა ვიყავი, მამაჩემი ,,პატარა პარტნიორს” მეძახდა, ახლა ამ სიტყვამ ჩემთვის კიდევ უფრო განსაკუთრებული დანიშნულება შეიძინა, ახლა მე ოფიციალურად გავხდები სხვა ადამიანის პარტნიორი. მაქს, მე შენ დანახვისთანავე შემიყვარდი“, – ასე დაასათაურა ფოტოები დემიმ, სადაც ის დიდი ნიშნობის ბეჭდითაა აღბეჭდილი და საქმროს კოცნის.
https://www.instagram.com/p/CC-S49WhMDR/
შეგახსენებთ, გასულ თვეს, 27 წლის მომღერალმა და მისმა შეყვარებულმა საოცარი დასვენების დღეები მოიწყვეს, წყვილმა ,,საიდუმლო” სახლი იქირავა, რომელშიც საათში 5000 დოლარი გადაიხადა.
ფოტო: დემი ლოვატო შეყვარებულთან ერთად ,,საიდუმლო" სახლში განმარტოვდა
დემი ლოვატომ დასვენების დღეებისთვის ,,საიდუმლო" სახლი იქირავა, რომელშიც საათში 5000 დოლარი გადაიხადა