LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მაქსიმალურად მინიმალური უნდა გახდეს ერთმანეთის ზიზღი… გავერთიანდებით და ევროპაშიც შევალთ და რუსეთში არასდროს არ დავბრუნდებით“ – ნიაზ დიასამიძე

197
ნიაზ დიასამიძე

მუსიკოსი ნიაზ დიასამიძე მმართველი გუნდის მიერ ინიიცირებულ კანონპროექტს ეხმაურება, მუსიკოსი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახლა ინიციირებაზე ტელეკომპანია ფორმულასთან საუბრობს:

პაველ ჰერჩინსკი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“კანონპროექტზე: „ის შეუთავსებელია ევროპულ ნორმებთან – კანონის მიღების შემთხვევაში, ევროკომისიისთვის პოზიტიური შეფასება, ძალიან რთული იქნება“

მამუკა მდინარაძე: „მითხარით 1 პუნქტი რუსული კანონიდან, რაც მეორდება ჩვენს ინიციატივაში?!“

„ერთი მთავარი, რაც მე მგონია, რომ უნდა შევცვალოთ ყველამ ერთად – მაქსიმალურად მინიმალური უნდა გახდეს ერთმანეთის ზიზღი და ეს ხალხი, ასეთი ქცევით ამას არ გვაცლის, მაგრამ ჩვენ მაინც ასე მოვიქცევით, გავერთიანდებით და ევროპაშიც შევალთ და რუსეთში არასდროს არ დავბრუნდებით. გადის დრო და დაპირისპირება აღარასდროს დამთავრდა, ძალიან ცოტანი ვართ, იმისთვის, რომ ამხელაზე დაპირისპირებული ვიყოთ და ყველა, ვინც ამას ხელს უწყობს, უნდა წავიდეს პოლიტიკიდან და დამთავრდეს.

ამიტომ, ახლა არჩევნებია და რა თქმა უნდა, ოპოზიციამ უნდა გაიმარჯვოს. ეს არის ერთადერთი გამოსავალი, რომ დაბალანსდეს ეს ქვეყანა და დამთავრდეს ეს ერთი კაცის და პირადი კაცის ხვეჭის გარშემო [დაპირისპირება].

მე მჯერა, რომ ჩვენი ქვეყანა წავა წინ და ყველაფერი იქნება კარგად, მაგრამ ამას დასჭირდება ბრძოლა, ერთად ყოფნა და არ დაზარება, რას ვიზამთ, ამ ქვეყანაში ასე აღმოჩნდა, რომ 30 წელი გავიდა და იმავეზე ვლაპარაკობთ. ჩვენ რუსეთთან კარგი არაფერი გამოგვსვლია არასდროს და არც გამოგვივა, ეს უნდა გავიგოთ და ვისაც არ ესმის, არ ვიცი.“ -ამბობს ნიაზ დიასამიძე.

მაკა ჩიჩუა: „მინდა მივმართო „ოცნების“ ამომრჩეველს, მართალია, ძალიან მწირია, მაგრამ.. როგორც კი რუსეთის დაკვეთას აიტაცებს ჩვენი ხელისუფლება, იქიდან მომენტალურად ტაშია.. ახლა რანაირად უნდა ვირწმუნო?“

თალაკვაძე: „საქართველოში მიღწეულ წარმატებებსაც კი რუსულს ეძახის ეს ხალხი. თურმე, ევროპული წარმატებები რუსულია, ეკონომიკური ზრდა რუსულია, მშვიდობა რომ გვაქვს ათი წელია და დავიცავით მთელი ძალით, პრინციპულად, ეგეც“

mazda magti 5g