LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაკა ჩიჩუა: „მინდა მივმართო „ოცნების“ ამომრჩეველს, მართალია, ძალიან მწირია, მაგრამ.. როგორც კი რუსეთის დაკვეთას აიტაცებს ჩვენი ხელისუფლება, იქიდან მომენტალურად ტაშია.. ახლა რანაირად უნდა ვირწმუნო?“

181
მაკა ჩიჩუა

„ქართული ოცნების“ მიერ ხელმეორედ ინიციირებული „უცხოური გავლების გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტი კვლავ განხილვების მთავარ თემად რჩება.

„უცხოური გავლების გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას აფიქსირებს ყოფილი პირველი ლედი მაკა ჩიჩუა.

მან „ტვ პირველის“ ეთერში აღნიშნა, რომ „არ გამკვირვებია კანონის შემობრუნება“

„მე მინდა მივმართო „ქართული ოცნების“ ამომრჩეველს, მართალია, ძალიან მწირია, მაგრამ რისი თქმა მინდა…

მამუკა მდინარაძე: „მითხარით 1 პუნქტი რუსული კანონიდან, რაც მეორდება ჩვენს ინიციატივაში?!“

ხომ ამბობს „ქართული ოცნება“, რომ „ჩვენ ევროპისკენ მივდივართ, ჩვენ გვინდა ევროატლანტიკურ ალიანსში გაერთიანება, ეს არის ჩვენი გზა და რატომ გვაბრალებთ, ეს კანონი ევროპულია და არა რუსული“ და ა.შ… აი, ნახეთ, როგორი რამეა: როგორც კი რუსეთის დაკვეთას და იქიდან გადმოგდებულ რაღაცას აიტაცებს ჩვენი ხელისუფლება, იქიდან მომენტალურად ტაშია.

პესკოვი: „უცხოური აგენტების შესახებ ქართული პროექტის რუსეთთან დაკავშირების მცდელობები აბსურდულია – ჩვენს ინტერესებშია საქართველოში სტაბილური და პროგნოზირებადი ვითარება იყოს“

ახლა რანაირად უნდა ვირწმუნო?

ყოველ პუნქტში, რასაც ნაბიჯს დგამენ, ყველაფერი არის საწინააღმდეგო…“, – აღნიშნა მაკა ჩიჩუა.

აშშ-ის ელჩი საქართველოში: „როდესაც ვსაუბრობთ კანონპროექტზე, რომლის შესახებ შეშფოთება გამოხატა შენმა მეგობარმა, პარტნიორმა ქვეყნებმა, ხოლო შენმა ოკუპანტმა ის მოიწონა, ალბათ უნდა დაისვას კითხვა, არის თუ არა ეს კარგი რამ“

„შევნიშნე, რომ მის განცხადებაში მთელი რიგი დეზინფორმაციაა გაჟღერებული“ – ეკა სეფაშვილი აშშ-ს ელჩზე

პოპულალურები