LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მაქსიმუმ შეიძლება „მთავარი“ არ ერქვას და სხვანაირი ლოგო იყოს, არაუშავს, დავხატავ ახალ ლოგოს“ – გიორგი გაბუნია

185
გიორგი გაბუნია

ყველას ვურჩევ, რომ ზაზა ოქუაშვილთან საქმე არ დაიჭიროს. ბიძინა ივანიშვილსაც კი ვურჩევ, – ამის შესახებ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი გიორგი გაბუნია „ღამის მთავარის” ეთერში აცხადებს.

მისი თქმით ტელეკომპანიის მიმართ არსებობს გარკვეული გეგმები, თუმცა ამ ეტაპზე ყველაფერს არ ასაჯაროებს.

„ახლა ასეთი შანსი, რომ უცებ სადღაც გადავბარგდეთ, ჯერჯერობით არ ჩანს, თუმცა გარკვეული გეგმები გვაქვს და ახლა ყველაფერს არ გავამხელ. მაგრამ ეს იქნება ზაზა ოქუაშვილის გარეშე და პირადი გამოცდილებით ყველას ვურჩევ, რომ ზაზა ოქუაშვილთან საქმე არ დაიჭიროს. ბიძინა ივანიშვილსაც კი ვურჩევ. ბიძინაც კი მოტყუებული და გადაგდებული ჰყავს ერთხელ. მაქსიმუმ შეიძლება „მთავარი“ არ ერქვას და სხვანაირი ლოგო იყოს, არაუშავს, დავხატავ ახალ ლოგოს, სახელსაც მოვიფიქრებთ და ჩვენ მაინც ვიქნებით. მთავარია გუნდი, უკიდურეს შემთხვევაში და იქნება რაღაც სხვაც გამოვიდეს,“ – განაცხადა გიორგი გაბუნიამ „ღამის მთავარის“ ეთერში.

„დაზღვევის თანხას არ უხდიდა სადაზღვევო კომპანიას ჯერ ნიკა გვარამია 2020 წლიდან და მერე გიორგი გაბუნია დღემდე. მე რა შუაში ვარ“ – „მთავარი არხის“ ერთ-ერთი დირექტორი გიორგი ქურდაძე განცხადებას ავრცელებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g