LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაქვს უფლება, უვადოდ გადანიშვნაზე მქონდეს პრეტენზია – მიქაუტაძემ სააპელაციოში კანდიდატურა მოხსნა

78
1547458958_5c3c5b5e63366

მაქვს ამის სურვილი და უფლებაც, რომ უვადოდ გადანიშვნაზე მქონდეს პრეტენზია და სწორედ ამიტომ ვტოვებ ჩემს კანდიდატურას პირველ ინსტანციაში,- ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ განაცხადა.

მოსამართლეთა ასარჩევ კონკურში სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში წარდგენილი კანდიდატურა მოხსნა. შესაბამისად, მის კანდიდატურას იუსტიციის საბჭო მხოლოდ საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ პალატაში უვადოდ დასანიშნად განიხილავს.

მისი თქმით, უზენაესში კანდიდატურის დაყენებას არ გამორიცხავს, თუმცა ამ ეტაპზე განაცხადი შეტანილი არ აქვს.

„უარს ვამბობ სააპელაციო სასამართლოში შეტანილ განაცხადზე და ამ კუთხით დაწინაურებაზე და საბჭოს ვთხოვ განიხილოს ჩემი კანდიდატურა იქ, სადაც ამჟამად ვარ გამწესებული, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში. ჩემი ვადა ბევრი არ არის დარჩენილი, დაახლოებით ორი წელი. მე მაქვს ამის სურვილი და უფლებაც, უვადოდ გადანიშვნაზე მქონდეს პრეტენზია და სწორედ ამიტომ ვტოვებ ჩემს კანდიდატურას პირველ ინსტანციაში განსახილველად”, — განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

მიქაუტაძე ამ დრომდე საქალაქო სასამართლოში იყო ვადიან მოსამართლეთ დანიშნული.

იუსტიციის საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევი კონკურსის კენჭისყრა გაიმართება. საბჭოს 43 ვაკანტური თანამდებობა 78 კანდიდატისგან უნდა დააკომპლექტოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g