დიეგო მარადონამ სამი შვილი აღიარა, რომელიც მან კუბაზე ნარკოდამოკიდებულებისგან მკურნალობის პერიოდში “გააკეთა”.
მექსიკური “დორადოსის” მთავარმა მწვრთნელმა გამოტყდა, რომ კიდევ სამი შვილის მამაა.
ლეგენდარული ფეხბურთელი კუბაზე მამობის ტესტს ჩააბარებს. სავარაუდოდ, ორი დედის სამი შვილი გვარად მარადონას ტარების უფლებას მიიღებს.
2000-2005 წლებში დიეგო კუბაზე კოკაინისგან თავის დაღწევას ცდილობდა.
მანამდე მარადონამ შვილად აღიარა 32 წლის დიეგო ჟუნიორი და 22 წლის ჯანა. ასევე არგენტინელს ყავს ორი შვილი კლაუდია ვილიაფანესთან ქორწინებიდან.
მარადონას ამჟამინდელმა პარტნიორმა ვერონიკა ოხედამ მას დიეგო ფერნანდო გაუჩინა.