კრემლის პროპაგანდისტი, Russia Today-ს მთავარი რედაქტორი მარგარიტა სიმონიანი აცხადებს, რომ სომხეთში ჩასვლა აუკრძალეს.
ამის შესახებ სიმონიანი საკუთარ ტელეგრამ-არხზე წერს. ის ეხმიანება სომხეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში ჩასვლა აუკრძალეს რუსეთის დუმის დეპუტატს, კონსტანტინ ზატულინს:
„კონსტანტინე ზატულინს, რომელიც წლების განმავლობაში სომხეთის გამორჩეულ მხარდამჭერი იყო, სომხეთის ამჟამინდელმა ლიდერმა ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. სხვათა შორის, მეც. მშვენიერია, სხვა რა ვთქვა“, – წერს მარგარიტა სიმონიანი.
შეგახსენებთ, რუსეთის დუმის დეპუტატმა კონსტანტინ ზატულინმა გუშინ გაავრცელა სომხეთის პარლამენტიდან მიღებული წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ სომხეთის შესახებ ზატულინის საჯარო გამონათქვამები ორი ქვეყნის მეგობრული ურთიერთობების განვითარებას ზიანს აყენებს და რომ სომხეთში მისი ჩასვლა სასურველი არ არის.