ახალი ფილმის, „ბარბის“ ხმაურიანი პრემიერის შემდეგ, მარგო რობი მსოფლიო შოუბიზინესის ეპიცენტრშია. ახლახან „ტვიტერზე“ ვიდეო გავრცელდა, რომელშიც მარგო სმენადაქვეითებულ ფანს ჟესტების ენაზე ესაუბრება. მსახიობმა ფანს ჟესტების ენით უთხრა, რომ მისი გაცნობა საოცრად გაუხარდა.
ვიდეო 2022 წელს არის გადაღებული, თუმცა მან ინტერნეტსამყარო კიდევ ერთხელ მოიცვა.
მარგო რობი „ვივიენ ვესტვუდის“ მიერ შექმნილ „ბარბის“ ვარდისფერ კაბაში ლონდონურ პრემიერაზე
გრეტა გერვიგის გახმაურებული ფილმის, „ბარბის“ მთავარ საუნდტრეკს, ბილი აილიში ასრულებს
That me with Margot Robbie
— Tom (@Tom123jr) July 24, 2023
ცნობისთვის, 21 ივლისს, ლონდონში ფილმის „ბარბის“ პრემიერა შედგა. ფილმის გამოსვლიდან ორ დღეში მისმა შემოსავალმა 155 მილიონ დოლარი შეადგინა. გრეტა გერვიგის კინოსურათს, ქალი რეჟისორების ფილმებიდან კომერციულად ყველაზე წარმატებული პრემიერა ჰქონდა.
„ბარბის“ ტრიუმფი და 155 მილიონ დოლარიანი შემოსავალი ორ დღეში