,,ქარიშხლიანი უღელტეხილი” მარგო რობისა და ჯეიკობ ელორდის მონაწილეობით უკვე კინოეკრანებზეა. ფილმი ქართულ კინოგაქირავებაში, 12 თებერვალს ჩაეშვა.
ემილი ბრონტეს 1847 წლის ცნობილ რომანზე დაფუძნებული კინოსურათი რომანტიკული, ფსიქოლოგიური დრამაა და პირველი თრეილერის გამოსვლიდან დღემდე, დიდი პოპულარობით სარგებლობს.
გოთიკური დრამა ფილმის სახით უკვე რამდენჯერმე გაცოცხლდა, ახალი ადაპტაცია კი რეჟისორ ემერალდ ფენელს ეკუთვნის.
Wuthering Heights-ის პრომოუშენის ფარგლებში, ქესთმა მსოფლიო მასშტაბით რამდენიმე პრესტური გამართა, რომელთაგან განსაკუთრებით თვალშისაცემი ლონდონური პრემიერა აღმოჩნდა.
საპრეზენტაციო ჩვენებაზე მარგო რობი ჯონ გალიანოს ვინტაჟური ლუქით წარდგა. მსახიობმა საკულტო ბრიტანელი დიზაინერის 1992 წლის საგაზაფხულო კოლექციის ტანსაცმელი მოირგო და მოდის კრიტიკოსების დადებითი შეფასებებიც დაიმსახურა.