LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარგველაშვილის მრჩეველი ფიქრია ჩიხრაძე იქნება

64

საქართველოს პრეზიდენტის ახალი მრჩეველი პოლიტიკურ საკითხებში ფიქრია ჩიხრაძე იქნება. გიორგი მარგველაშვილის თქმით, “ახალი მემერჯვენეების” ყოფილი თავმჯდომარე „ძალიან კვალიფიციური და სერიოზული პოლიტიკური გამოცდილების მქონე ადამიანია“.

“მე, ფიქრია მახსოვს სტუდენტობიდან, დაახლოებით 30 წლის წინ, როდესაც ჩართული ვიყავით ყველანი პოლიტიკაში. ეს არის ადამიანი, რომელსაც აქვს ძალიან ინტენსიური პოლიტიკური გამოცდილება და ძალიან კარგი პოლიტიკური კონტაქტები. ბუნებრივია, ფიქრია იმუშავებს პრეზიდენტის ინსტიტუტში და პრეზიდენტთან მიმართებაში. ჩვენ ერთად ვისაუბრებთ და დავგეგმავთ იმ ძალიან მნიშვნელოვან პოლიტიკურ პროცესებში ჩართვას, რომელიც საქართველოს წინაშე დგას იმ გამოწვევებთან მიმართებაში, რაც საქართველოს აქვს. მინდა ხაზი გავუსვა ჩვენ სრულ ღირებულებით თანხმობას, იმიტომ რომ ძალიან ბევრ საკითხს ჩვენ ერთნაირად ვუყურებთ, იმას რაც უნდა გაკეთდეს ქვეყანაში, იმ პროცესებს, რომელიც უნდა განხორციელდეს, მაგრამ ამავე დროს ჩვენი თანამშრომლობა იქნება ერთმანეთის შემვსები, რადგან ჩვენთან გუნდში მოდის ძალიან კვალიფიციური და სერიოზული პოლიტიკური გამოცდილების მქონე ადამიანი”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

“მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს პრეზიდენტს თბილი წარდგენისა და იმ შეთავაზებისთვის, რომელიც ჩემთვის მართლა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ამ 30 წლის წინ მოვედით პოლიტიკურ ასპარეზზე, მაშინ ძალიან ახალგაზრდები ვიყავით და სავსე ვიყავით იდეალებით. ეს იდეალები უკავშირდებოდა საქართველოს თავისუფლებას, მის დამოუკიდებლობას. გავიდა 30 წელი, ჩვენ ვართ თავისუფალი საქართველოს შვილები, მაგრამ სახელმწიფოს ჩამოყალიბებებამდე ბევრი გზა გვაქვს გასავლელი. ჩვენ ძალიან ბევრი დრო დავკარგეთ, სამწუხაროდ, ამ გზაზე, ჩემი გადაწყვეტილება, რომ მიმეღო პრეზიდენტ მარგველაშვილის შემოთავაზება, განაპირობა სწორედ იმანაც, რომ მე ვფიქრობ და არა მარტო მე – გიორგი მარგველაშვილი დღევანდელ ხელისუფლებაში არის ერთ-ერთი, თუ ერთადერთი არა, ადამიანი, რომელიც დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბების კუთხით დგამს ძალიან გამიზნულ და შთამბეჭდავ ნაბიჯებს. ეს ნაბიჯები ვფიქრობ, წარმატებულია და მომავალში კიდევ უფრო წარმატებული იქნება, რათა ჩვენ შევქმნათ მართლაც დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული სახელმწიფო, სადაც სახელისუფლო შტოები იქნება ურთიერთდაბალანსებული, შეიქმნება გარემო იმისათვის, რომ არსებობდეს თავისუფალი სასამართლო, არსებობდეს თავისუფალი მედია და არავითარი საფრთხე არ ემუქრებოდეს მას ამ კუთხით, – არსებობდნენ ძლიერი პოლიტიკური ძალები, რომლებიც დამყარებული იქნებიან ახალ იდეებზე, ახალ პოლიტიკურ ხედვებზე და არა იმაზე, რაზედაც მთელი ამ ხნის განმავლობაზე მოჯადოებულ წრეზე ტრიალებს, როგორც პოლიტიკური სპექტრი, ისე მთელი საზოგადოება”, – განაცხადა თავის მხრივ ფიქრია ჩიხრაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g