LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარია ზახაროვა – „აშშ საქართველოს „შემდგომი შედეგებით“ დაემუქრა – შემდეგი სადგური „ნეოკოლონიალიზმი”

158
მარია ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, მარია ზახაროვა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებას ეხმაურება, რომლის თქმითაც, აშშ არ გამორიცხავს შემდგომ შედეგებს, თუ საქართველოს ხელისუფლების მიმართულება არ შეიცვლება.

„შეერთებული შტატები საქართველოს „შემდგომი შედეგებით“ დაემუქრა, თუ მისი მთავრობა კურსს არ შეცვლის. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა მეთიუ მილერმა განაცხადა. დემოკრატია, ბატონო, მოვედით. შემდეგი სადგური „ნეოკოლონიალიზმი“, – წერს ზახაროვა „ტელეგრამ“ არხზე.

მილერი: „მე არ დამიკონკრეტებია, რომ საქართველოს ხელისუფლება უნდა იყოს ის, ვინც არჩევნებთან დაკავშირებით გამოძიება უნდა ჩაატაროს, ჩვენ კონსულტაციებს ევროპელ პარტნიორებთან გავდივართ, თუ რომელი ორგანო იქნებოდა შესაფერისი“

„შაბათს ქართველი ხალხი არჩევნებზე მივიდა იმ საარჩევნო გარემოში, რომელიც მმართველი პარტიის პოლიტიკით შეიქმნა, მათ შორის სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენებით, ხმების ყიდვითა და ამომრჩევლის დაშინებით.“

შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა გუშინ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობას შეუძლია დაუბრუნდეს დემოკრატიული განვითარების გზას კანონის უზენაესობის დაცვით, საარჩევნო პროცესში ხარვეზების აღმოფხვრით, ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის გაუქმებითა და ევროკავშირში გაწევრიანებისთვის რეფორმების შესახებ რეკომენდაციების განსახორციელებლად მნიშვნელოვანი ძალისხმევის გაწევით.

„მიმდინარე წლის განმავლობაში, ჩვენ მუდმივად მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, უარი თქვას ანტიდემოკრატიულ ქმედებებზე და დაუბრუნდეს ევროატლანტიკურ გზას. ჩვენ არ გამოვრიცხავთ შემდგომ შედეგებს, თუ საქართველოს ხელისუფლების მიმართულება არ შეიცვლება“, – აღნიშნა მილერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g