LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარია ზახაროვა: ვოლოდიმირ ზელენსკის ვაშინგტონში ვიზიტი სრულ პოლიტიკურ და დიპლომატიურ კრახს წარმოადგენს

144
zaxarova

ვოლოდიმირ ზელენსკის ვაშინგტონში ვიზიტი სრულ პოლიტიკურ და დიპლომატიურ კრახს წარმოადგენს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

„28 თებერვალს, ნეონაცისტური რეჟიმის ლიდერის ვ. ზელენსკის ვაშინგტონში ვიზიტი კიევის რეჟიმის სრულ პოლიტიკურ და დიპლომატიურ კრახს წარმოადგენს. რუსულმა მხარემ ვ. ზელენსკის არაადეკვატურობის, კორუმპირებულობისა და არასაიმედოობის შესახებ არაერთხელ განაცხადა“, – განაცხადა მარია ზახაროვამ.

ზახაროვამ აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ომის გაგრძელებით არის შეპყრობილი.

„დღევანდელ პოლიტიკურ პირობებში, რომელიც კიევის რეჟიმისთვის სულ უფრო უარესდება, ამ ფიგურას პასუხისმგებლობის გრძნობის გამოვლენა არ შეუძლია და ამიტომ ის ომის გაგრძელებით არის შეპყრობილი, მშვიდობის უარყოფით, რაც მისთვის სიკვდილის ტოლფასია“, – აღნიშნა ზახაროვამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g