LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიამ ქვრივიშვილი – M&I Forum-ის საქართველოში ჩატარება ჩვენი ქვეყნის უდიდესი აღიარებაა

123
მარიამ ქვრივიშვილი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო ფორუმის ოფიციალურ გახსნაში მიიღო მონაწილეობა.

M&I Tbilisi – 2024-ის ფარგლოებში ტურისტული სერვისის მიმწოდებელი 83 ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია, B2B ფორმატში, 3 დღის განმავლობაში პოტენციურ დამკვეთებთან 40-მდე შეხვედრას გამართავს.

მინისტრის მოადგილემ, მისასალმებელ სიტყვაში, დიდი მნიშვნელობა მიანიჭა საქმიანი ტურიზმის სფეროში მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ღონისძიების M&I Forum-ის საქართველოში ჩატარებას. მისი თქმით, ეს მსოფლიოს გავლენიანი ტუროპერატორების მხრიდან ჩვენი ქვეყნის უდიდესი აღიარებაა.

„ჩვენ ეს გამარჯვება დიდი კონკურენციის შედეგად მოვიპოვეთ. ფორუმის ჩატარება ევროპის ბევრ წამყვან ტურისტულ ქვეყანას სურდა. ორგანიზატორებმა საქართველოში არაერთი ინსპექცია გამოგზავნეს და რაც განსაკუთრებით სასიხარულოა, უმაღლესი შეფასება მოგვანიჭეს ისეთ პარამეტრებში, როგორიცაა ტურისტული პროდუქტი, პოტენციალი, ინფრასტრუქტურა, საავიაციო კავშირი, ძლიერი კერძო სექტორი, ქვეყნის უსაფრთხოება, რეპუტაცია, ცნობადობა და სხვა“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა. 

მინისტრის მოადგილის განცხადებით, ასეთი მაღალი რანგის ფორუმის მასპინძლობა ნიშნავს იმას, რომ საქართველო მზად არის ნებისმიერი მაღალი რანგის ფორუმის ჩასატარებლად, ეს კი გაზრდის როგორც ქვეყნის ტურისტულ ცნობადობას, ისე შემოსავლებს აღნიშნული სექტორიდან.

ფორუმის მონაწილეებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძეც მიესალმა.

საქართველოს, M&I Forum-ის ფარგლებში, საქმიანი ტურიზმის ინდუსტრიის 63 წამყვანი კომპანიის წარმომადგენლები ეწვივნენ დიდი ბრიტანეთიდან, ბელგიიდან, ჩეხეთიდან, დანიიდან, ფინეთიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, უნგრეთიდან, ირლანდიიდან, იტალიიდან, ლიეტუვადან, ნიდერლანდებიდან, პოლონეთიდან, სერბეთიდან, სლოვაკეთიდან, ესპანეთიდან, შვედეთიდან და შვეიცარიიდან. მათ საქართველოს ტურისტული ღირსშესანიშნაობების დათვალიერების შესაძლებლობა მიეცემათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g