LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიამ ქვრივიშვილმა და მაია ომიაძემ ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებს მიმდინარე პროექტები და სამომავლოდ დაგეგმილი აქტივობები გააცნეს

115
123

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა და  ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებს ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის სექტორების 2023 წლის სამი კვარტლის შედეგები, აგრეთვე, მიმდინარე პროექტები და სამომავლოდ დაგეგმილი აქტივობები გააცნეს.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ სასტუმროების, ტურისტული კომპანიების, ასოციაციების და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები.

შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საკურორტო ზონების განვითარებასა და სამთო-სათხილამურო კურორტების ინფრასტრუქტურის გაძლიერებაზე.

„დარწმუნებული ვარ, რომ საერთო ძალისხმევით ჩვენი ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრია კვლავ ერთ-ერთი სწრაფად მზარდი იქნება მსოფლიოში და ქვეყნის ეკონომიკაში ტურიზმის ინდუსტრიიდან უფრო მეტ შემოსავალს შემოვიტანთ. კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით ქვეყანაში შეიქმნება კიდევ უფრო მეტი სამუშაო ადგილი, რაც დადებითად აისახება ჩვენი ქვეყნის მცირე და საშუალო მეწარმეების გაძლიერებაზე“, – განაცხადა ქვრივიშვილმა.

შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ 2024 წელს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ კამპანიას იწყებს ღვინისა და ქართული სამზარეულოს პოპულარიზაციისათვის და  მარკეტინგული საქმიანობის გააქტიურებას გეგმავს ევროკავშირის, სკანდინავიის, სპარსეთის ყურის ქვეყნების, აშშ-ის, ჩინეთის, ინდოეთისა და იაპონიის ტურისტულ ბაზარზე. გარდა ამისა, მომავალ წელს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 21 ტურისტულ გამოფენაში მიიღებს მონაწილეობას, უმასპინძლებს საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებსა და ბლოგერებს, გაიმართება გაცნობითი ტურები საერთაშორისო ტურისტული კომპანიებისთვის. საქმიანი ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით გაიმართება 10 ღონისძიება, მათ შორის, თბილისში ჩატარდება მასშტაბური ფორუმი M&I. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საქართველო 2024 წელს მსოფლიო ტურიზმის დღის მასპინძელი ქვეყანა იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები