LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიამ შარმანაშვილი: „28 ნოემბერს თბილისში კარლო პონტის დირიჟორობით კონცერტი გაიმართება“

412
მარიამ შარმანაშვილი

28 ნოემბერს, 20:00 საათზე ეროვნული სიმფონიური ორკესტრის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება.

საღამოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის აუდიტორია უმასპინძლებს, ორკესტრს კი ლეგენდარული მსახიობის, სოფი ლორენის შვილი, დირიჟორი კარლო პონტი უდირიჟორებს.

საიუბილეო საღამოზე აუდიტორიის წინაშე წარდგება პიანისტი დუდანა მაზმანიშვილი. კონცერტზე შესრულდება ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის „სახლის კურთხევა“, ედვარდ გრიგის საფორტეპიანო კონცერტი და ოტორინო რესპიგის „რომის ფიჭვები“.

აღნიშნული კონცერტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს კარლო პონტის მეუღლე მარიამ შარმანაშვილიც.

„28 ნოემბერს თბილისში იმართება კონცერტი კარლოს დირიჟორობით, ვისაც სურვილი გაქვთ დაესწროთ კონცერტს, ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ლინკს https://tkt.ge/event/491267 “, – წერს მარიამ შარმანაშვილი.

28 ნოემბერს თბილისში იმართება კონცერტი კარლოს დირიჟორობით, ვისაც სურვილი გაქვთ დაესწროთ კონცერტს ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ლინკს https://tkt.ge/event/491267

Posted by Mariam Sharmanashvili on ოთხშაბათი, 29 ოქტომბერი, 2025

Dio magti 5g