მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება იწყება.
ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.
“პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება 26-27 აგვისტოს 9:00 საათიდან დაიწყება და 18:00 საათამდე გაგრძელდება.
სპეციალური პენიტენციური სამსახური ამანათების მიღების პროცესის შეუფერხებლად წარმართვას უზრუნველყოფს.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.
