ნინო ჩხეიძე „მერეპოტკასტის“ სტუმარი იყო. ნინომ სხვადასხვა თემაზე გულახდილად ისაუბრა.
ერთ ეპიზოდში კი მან ის მომენტი გაიხსენა, როდესაც შვილის გათხოვების ამბავი გაიგო.
„მარიკოს გათხოვების ამბავი მედიისგან გავიგე… შოკი მივიღე.
მარიკო წასული იყო ბელგიაში, ბობ დილანის კონცერტზე.
ჯერემიმ იქ ჩააკითხა. ჩაუტანია ნიშნობის ბეჭედი, მარიკომ დადო ინსტაგრამზე, ოღონდ მე არ მინახავს, დახურული პროფაილი აქვს.
იმ საღამოს სტუმრები მყავდა, ტელეფონი არ გაჩერებულა. მირეკავდნენ და მილოცავდნენ. თავიდან ვერც მივხვდი, რას მილოცავდნენ.
მარიკოს სთორში დაუდია ბეჭდის ფოტო და ის სთორი გავრცელდა მედიაში, ასე გავიგე მარიკოს ამბავი და შოკში ვიყავი“, – ამბობს ნინო ჩხეიძე.
