ფრანგი მსახიობი მარიონ კოტიარი გოგონას დედა გახდა. მარიონისთვის და მისი მეუღლისთვის, გაიომ კანესთვის ეს მეორე შვილია – წყვილი 5 წლის ვაჟიშვილს ზრდის. პატარა გოგონა ქვეყანას გასულ კვირას მოევლინა, თუმცა პრესისთვის ის ცნობილი მხოლოდ ახლა გახდა.
პატარას ლუიზა დაარქვეს. ბედნიერი მშობლები ჯერ-ჯერობით ყოველგვარი კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ.
შეგახსენებთ, რომ მსახიობებმა 2008 წელს იქორწინეს. მარიონის ორსულობის შესახებ ცნობილი გასული წლის შემოდგომაზე გახდა.