LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მარიუპილის ჯალათით“ ცნობილი გენერალი რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილედ დანიშნეს – მედია

69
мизинцев

„ბიბისი“ ავრცელებს,  რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. კერძოდ,

დასავლურ მედიაში „მარიუპოლის ჯალათის“ სახელით ცნობილი გენერალი რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე გახდა.

გენერალ-პოლკოვნიკი მიხაილ მიზნიცევი აღნიშნულ თანამდებობაზე დმიტრი ბულგაკოვს ჩაანაცვლებს, რომელიც ჯარში ლოჯისტიკაზე იყო პასუხისმგებელი.

როგორც გამოცემა წერს,  მისი გათავისუფლება სხვა სამუშაოზე გადასვლას უკავშირდება, თუმცა სად, არ სახელდება. ბულგაკოვი მინისტრის მოადგილის პოსტს 2010 წლიდან იკავებდა.

უკრაინული მედია კი წერს, რომ მიხაილ მიზინცევი „პუტინის ფავორიტად“ ითვლება. მათივე ცნობით, 2022 წელს მიზინცევი პირადად ხელმძღვანელობდა უკრაინის ქალაქ მარიუპოლზე თავდასხმას და სწორედ მან გასცა ბრძანება, რუს სამხედროებს ბომბები ჩამოეყარათ დრამატულ თეატრზე და დაებომბათ ქალაქის სამშობიარო სახლები, სადაც იმ დროს მშვიდობიანი მოსახლეობა იმყოფებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g