LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მარიუპოლი არ დაცემულა, იბრძვის” – რას აცხადებს პენტაგონი და ომში მყოფი უკრაინის პრეზიდენტი

337
BeFunky-collage

პენტაგონის სპიკერმა განაცხადა, რომ მარიუპოლი არ დაცემულა და ბრძოლას განაგრძობს. როგორც ჯონ კირბიმ აღნიშნა,რუსეთის მზარდი აგრესიული ქმედებების მიუხედავად, უკრაინელები წინააღმდეგობას უწევენ.

ამასთან, კირბის თქმით, რუსები ქმნიან პირობებს უკრაინის აღმოსავლეთში უფრო ფართო და ღია თავდასხმებისთვის.

მარიუპოლზე განხორციელებულ რუსულ აგრესიაზე ისაუბრა CNN-თან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა.

ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ალყაშემორტყმულ ქალაქ მარიუპოლში მყოფი უკრაინელი სამხედროები რუსეთს არ ჩაბარდებიან. მისივე თქმით, უკრაინას მარიუპოლიდან დაჭრილების გაყვანა სურდა, მაგრამ რუსულმა ძალებმა ამის საშუალება არ მისცეს.

„ისინი აცხადებენ, რომ მზად არიან გაუშვან ყველა სამხედრო, თუ ისინი ჩაბარდებიან. მაგრამ ისინი დანებებას არ აპირებენ. მათ არ სურთ ამის გაკეთება და ამიტომ არის რთული და ტრაგიკული სიტუაცია, რადგან სამხედროებს არ სურთ დანებება“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, არ სჯერა რუსეთის, რომ ისინი ადამიანებს მარიუპოლიდან უვნებლად წასვლის საშუალებას მისცემენ.

„რასაც რუსები გააკეთებენ არის ის, რომ დახვრეტენ მათ, ამიტომ ახლა რუსეთს არავინ ენდობა,“- აღნიშნა ზელენსკიმ CNN-თან ინტერვიუში.

ცნობისთვის, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ახალი შეტევის გამო, ამერიკის შეერთებული შტატების და საფრანგეთის პრეზიდენტები, ჯო ბაიდენი და ემანუელ მაკრონი, დღეს, 19 აპრილს შეხვედრას გამართავენ სხვა სახელმწიფოების მეთაურებთან.

 

magti 5g