LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიუპოლის მუზეუმებიდან ოკუპანტებმა 2 ათასზე მეტი უნიკალური ექსპონატი მოიპარეს: ქალაქის საკრებულო

93
ექსპონტები

მარიუპოლის საკრებულოს განცხადებით, რუსმა ოკუპანტებმა ქალაქი ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობისგან „გაათავისუფლეს“.

ქალაქის საკრებულოს ცნობით, უწყება მასალებს ამზადებს იმისთვის, რომ ხელოვნების ნიმუშების გატანასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის პროცესი დაიწყონ.

„რასისტებმა დაადასტურეს მარიუპოლის მუზეუმებიდან 2 ათასზე მეტი უნიკალური ექსპონატის მოპარვა და დონეცკში გატანა.

ეს არის არქიპ კუინჯისა და ივან აივაზოვსკის ორიგინალური ნამუშევრები. უძველესი ხატები და უნიკალური ხელნაწერი ტორის გრაგნილი.

ვენეციური სტამბის მიერ მარიუპოლის ბერძნებისთვის დამზადებული 1811 წლის სახარება და 200-ზე მეტი მედალი ხელოვნების ჰარაბეტის მუზეუმიდან“. – წერს საკრებულო და უმატებს, რომ უწყება ინტერპოლს მიმართავს.

უკრაინის პროკურატურა: ზაპოროჟიეს რეგიონში რუსმა სამხედროებმა 61 ტონა ხორბალი მოიპარეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g