LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიუპოლში თითქმის ყველა დანგრეული შენობის ქვეშ 100-მდე ცხედარია, ოკუპანტებს ცხედრები ნანგრევებთან ერთად გააქვთ: მარიუპოლის მერი

122
Untitled design

უკრაინის ქალაქ მარიუპოლში, განადგურებული შენობების ნანგრევებში კვლავ დიდი რაოდენობით ცხედრებს პოულობენ.

როგორც მარიუპოლის მერი, ვადიმ ბოიჩენკო აცხადებს, თითქმის ყველა დანგრეული შენობის ქვეშ 50-დან 100-მდე ადამიანის ცხედარია, ქალაქში კი სულ 1 300 მრავალსართულიანი შენობა დაინგრა.

როგორც უკრაინული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ოკუპანტები მარიუპოლში დაზიანებულ სახლებს ისე წმენდენ ნანგრევებისგან, რომ ცხედრები არ ამოჰყავთ და ისინი ნანგრევებთან ერთად მყარი ნარჩენების ნაგავსაყრელზე გადაჰყავთ.

“დანგრეული სახლების ნანგრევების ქვეშ მყოფი ცხედრების რეალური რაოდენობა საშინელებაა. თითქმის ყველა დანგრეული შენობის ქვეშ 50-დან 100-მდე ადამიანი დაიღუპა, მარიუპოლში კი 1 300 მრავალსართულიანი შენობა დაინგრა.

ცხედრები, ნანგრევებთან ერთად, გროვდება მყარი ნარჩენების ნაგავსაყრელზე… ისინი არც კი ცდილობენ ცხედრების ამოყვანას. უბრალოდ ანგრევენ სახლებს და დაღუპულ მარიუპოლელებთან ერთად ნანგრევები გააქვთ. ამიტომ ქალაქში დაღუპულთა რეალური რიცხვი, სამწუხაროდ, შესაძლოა გაცილებით მაღალი აღმოჩნდეს, ვიდრე ჩვენ აღვნიშნეთ”, – განაცხადა ბოიჩენკომ.

შეგახსენებთ, ჯანდაცვის სპეციალისტები აცხადებენ, რომ ოკუპირებულ მარიუპოლს ემუქრება ქოლერას ეპიდემია მასობრივი საფლავებისა და სასმელი წყლის დეფიციტის გამო.

რამდენიმე დღის წინ მარიუპოლის მერის მრჩეველმა განაცხადა, რომ ქალაქში ქოლერას ეპიდემიის პირველი ფაზა, ფაქტობრივად, დაიწყო და წესდება საკარანტინო რეჟიმიც.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

magti 5g