მარჯანიშვილის თეატრი სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას სპექტაკლების გადადების შეახებ, ვინაიდან ერთ-ერთი მსახიობის კონტაქტს კორონა დაუდასტურდა.
გთავაზობთ სტატუსს:
„ძვირფასო მეგობრებო!
სპექტკალის „დანაშაული და სასჯელი” მსახიობის კონტაქტს დაუდასტურდა კორონავირუსი. თეატრისა და მაყურებლის დაცვის მიზნით, მსახიობი გადავიდა იზოლაციაში.
აქედან გამომდინარე 3, 4, 10 და 11 აპრილს დანიშნული პრემიერა „დანაშაული და სასჯელი” ვერ შედგება.
ამ რიცხვებში შეძენილი ბილეთებიდაბრუნდება ერთი კვირის ვადაში.
რაც შეეხება სპექტაკლის პრემიერას, ახალი განრიგი გამოცხადდება უახლოეს დღეებში.
თეატრის ადმინისტრაცია“.