მარნეულში კაცმა ყოფილი ცოლი დანით დაჭრა. ქალს სხეულზე მრავლობითი ჭრილობები აქვს მიყენებული.
დაჭრილი ქალი სასწრაფო დახმარების მანქანით კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.
არსებული ინფორმაციით, ქალის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
როგორც „ფორტუნას“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-11 პრიმა 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახური დანაშაულისთვის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას და ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.